სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველო და დიდი ბრიტანეთი სასწავლო გაცვლით პროგრამებს შეიმუშავებენ
28-05-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის მინისტრს, სემ ჯიმას, შეხვდა და მათ  თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებებზე და ახლო მომავალში გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე. როგორც ქართველ, ასევე, ბრიტანელ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთაშორისო პროგრამებით, რაც მინისტრების აზრით,  ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის აკადემიური კავშირების გაღრმავებას. 

ბრიტანელმა კოლეგამ მნიშვნელოვნად და საინტერესოდ შეაფასა პროფესიული განათლების კუთხით საქართველოში განხორციელებული პროექტები, მათ შორის, საუნივერსიტეტო სივრცეში კოლეჯების დაფუძნება. მისი აზრით, მსგავსი მიდგომა ცალსხად შეუწყობს ხელს, ერთი მხრივ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, სწავლის ხარისხის ამაღლებას. 

მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრაზე ბრიტანელმა კოლეგამ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, კერძოდ, სტუდენტთა პროფესიული განათლებით დაინტერესების  პრობლემა დიდ ბრიტანეთშიც არსებობს, რაშიც  პოზიტიურ როლს დამსაქმებელთა აქტიურობა თამაშობს. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა  განათლების  ყველა დონეზე და მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელმა  ბრიტანელი კოლეგა, სემ ჯიმა,  საქართველოში სტუმრად მოიწვია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება