სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს ნარჩენების მართვის შესახებ სპეციალისტი ესაუბრა
28-02-2024
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი აქტიურად მუშაობს, საინტერესო იდეებსა და ინიციატივებს ახორციელებს და ზრუნავს სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზე. 

23 თებერვალს, ეკოკლუბის წევრები, კლუბის ხელმძღვანელ ლიზი ლომიძესთან და გეოგრაფიის პედაგოგ ია ხითარიძესთან ერთად იმყოფებოდნენ „ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციაში“. 

ეკოკლუბელებს უმასპინძლა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა. ის კლუბის წევრებს ესაუბრა ნარჩენი საბურავების სწორ მართვაზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე, ცირკულარულ ეკონომიკასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემებზე.

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება შემეცნებითი და ინფორმაციული იყო, მათ არაერთი საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რომელსაც სკოლაში დიდი სიამოვნებით გაავრცელებენ. 

სკოლაში, ასოციაციას მადლობას უხდიან კარგი დახვედრისა და საინტერესო საუბრისთვის. 

„მადლობას ვუხდით „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციას“ მასპინძლობისთვის და ვიმედოვნებთ კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება