სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როცა „დიდოსტატის მარჯვენა“ წავიკითხე, მომინდა დამეწერა სიყვარულზე, სიცოცხლესა და სიკვდილზეც“- ჩაის მეურნეობის სკოლის მოსწავლის საინტერესო ჩანახატი
27-02-2024
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მეთორმეტეკლასელი ნათია ქაროსანიძე. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინე კუჭავა, დიდი სიამოვნებით გვიზიარებს მოსწავლის ჩანახატს, რომელიც „დიდოსტატის მარჯვენის“, წაკითხვის შემდეგ დაწერა. 

„როცა „დიდოსტატის მარჯვენა“ წავიკითხე ძალიან მომინდა დამეწერა სიყვარულზე, სიცოცხლესა  და სიკვდილზეც კი... განა შეიძლება ადამიანი ასე უბრალოდ გაწირო? მერე და რისთვის?...„სიყვარული ხომ თავად ღმერთია ამ ქვეყნად“, - სწორედ ამ მოტივითა და გამსახურდიას შთაგონებით, ნათიამ ფურცელზე გადაიტანა ის ღრმა ემოცია, რომელიც სამ მნიშვნელოვან ფაქტს: სიყვარულს, სიცოცხლესა  და სიკვდილს, უკავშირდება. 

გიზიარებთ ნაშრომს უცვლელად: 

ცხოვრების ეკალ-ბარდებით მოფენილი გზა, ბოლოს ხომ მაინც სიკვდილით მთავრდება. სიკვდილი შეიძლება განისაზღვროს ბუნებრივი გარდაცვალებიდან, ომში დაღუპვამდე, სიყვარულის წართმევიდან მარჯვენის მოჭრამდე. ზოგისთვის სიკვდილი არის ხსნა, გაქცევა ამაო წუთისოფლის უსამართლობისგან, სადაც ძალაუფლება განკარგავს ადამიანთა ბედს, „მაგრამ ჩვენზე უფრო ძლიერი მკლავები, საუბედუროდ სხვას ასხია მხრებზე“, რომელიც ბოლომდე გვიზღუდავს და ამავე დროს გვათავისუფლებს.                                                                  
როგორი შვებაა, არა? იცი, ვის ვერ ერევა სიკვდილი? ოსტატებსა და ხელოვანებს, რომლებმაც თავიანთ ქმნილებაში საკუთარი სისხლი და ხორცი სამარადჟამოდ ჩააქსოვეს, თიხითა და თაფლით ააშენეს და გახადეს ის ერის თავისუფლებისა და სიდიადის სიმბოლო. აი, თუნდაც სვეტიცხოველი. იქ თავს დაცულად ვგრძნობ. მგონია, რომ მოწყვეტილი ვარ ამა ქვეყნის ამაოებას და ვარ თავისუფალი, ვარ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, გარდა ერთისა, რომელიც ღმერთის წინაშე გამაჩნია, მიყვარდეს. ღმერთი ხომ თავად სიყვარულია. მკითხველო, ალბათ გეცოდინება როგორ მოსჭრეს მარჯვენა ოსტატს სვეტიცხოვლის აგებისთვის, „რატომ კარგი აგიგიაო?“. განა მან არ იცოდა, რომ რაღაც ცუდს უმზადებდა განგება? შეეძლო გაქცეოდა ცხოვრების ბოროტ კლანჭებს, მაგრამ ის ბოლომდე დარჩა და იბრძოლა მისთვის, როგორც მამა იცავს მუდამ საკუთარ შვილს. სვეტიცხოველზე ფიქრს შორენაც კი ვერ ჯაბნიდა. „სვეტიცხოველსაც კი გავწირავ, ალბათ...“ იცი რა მინდა გაიაზრო, მკითხველო? რომ ის ამას არ აკეთებდა მხოლოდ საკუთარი თავისთვისა და სახელისთვის, არამედ თვითონ სვეტიცხოველი იყო ამის მიზეზი, რომელიც ბოლომდე დასრულებული არც კი იყო. ის გრძნობდა რაღაც შინაგან პასუხისმგებლობას მისსავე ქმნილების წინაშე. გინდა ამას მშობლური ინსტიქტი ან ვალდებულება უწოდე, მაგრამ, ცხადია, რომ მანვე შექმნა ის და არ შეიძლებოდა ის შუა გზაში მიეტოვებინა და წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ყოველგვარი უფლება ამისა. შესაძლოა აუცილებელიც კი გამხდარიყო ეს თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად, მაგრამ „ რომელ გულს ეყოფა ძალა, მიჯნურობასა და ხელოვნებას ემსახუროს ორთავეს თანაბრად?“  ოსტატისთვის საკუთარი ქმნილება, თუნდაც სვეტიცხოველი ან იაკობის ღმერთთან შერკინების სურათი, ფასდაუდებელია. ისინი იყვნენ სწორედაც ღირებულნი, რომლებიც მათი სურვილით შეიქმნა და არა დაკვეთით, რომელიც სამარადისო სახელს დატოვებდა დიდოსტატისა, რომლის გაწირვასაც მარტივად ვერ შეძლებდა არსაკიძე, თუნდაც შორენასთვის. ოსტატი კი აღმოჩნდა უშიშარი და შეუდრეკელი ადამიანი, რომელიც არ გაიქცა „ბრძოლის ველიდან“, როგორც ლაჩარი და დაგვიტოვა ისეთი წმინდა და უნიკალური ტაძარი, რომელსაც სვეტიცხოველი ეწოდება, რომლის საძირკველი მრავალი ადამიანის სისხლითა და ოფლით არის მორწყული, რომლის სიდიადემაც კი ვერ გადაწონა კათალიკოსის განრისხება და მეფის გულბოროტება. მაგრამ სწორედ ამ ისტორიამ გაადგმევია მას ფესვები ისე ძლიერ, რომ შესწევს ძალა მრავალი ადამიანის  ტკივილი თუ სიხარული შეინახოს სამარადჟამოდ. „მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება მარტო, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“. დღესაც ყოველ ჯერზე, როცა სვეტიცხოველში შევდივარ ჩემი გულის დარდისა და ტკივილის გასაქარვებლად, ღმერთთან სასაუბროდ, მახსენდება ეს ყოველივე და გულში თაფლივით სიყვარული ჩამეღვრება და მხოლოდ ერთ რამეს ვამბობ. „დრომ ვერ შეჭამა სვეტიცხოვლის საუკუნოვანი ისტორია“. ეს არის ერის თავისუფლების ტაძარი, რომელიც იმ ერთი ოსტატის დაუვიწყარი და შეუდარებელი პასუხისმგებლობის წყალობით შეიქმნა, „როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი“. ოსტატი კი დარჩა იმ ადამიანის სახედ, რომელიც მწარედ დაისაჯა, რათა „ყოველივე არ შესწირა თავის სიყვარულს.“ და „მაინც სხვა რაღაა  სიყვარული თუ არა და ღმერთი? ღმერთი კი არა სიკვდილი, რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით  შეუსყიდნია იგი.”

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება