სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება
11-06-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში იწყებს ვებინარების ციკლს სპეციალური მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ვებინარების ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

* სპეციალური მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა და ეთიკური ნორმები;

* სწავლის სირთულეები ადრეულ ეტაპზე – დაკვირვება, იდენტიფიცირება და შეფასება;

* სწავლების უნივერსალური მიდგომები სსსმ მოსწავლეთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად;

* ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, როგორც პროგრესის ინსტრუმენტი – ინტერვენციები და მასწავლებელთა კოორდინირებული თანამშრომლობა;

* რთული ქცევა კლასში – გამოწვევებიდან მხარდაჭერამდე;

* გარდამავალი პერიოდის მართვა – პირველკლასელთა ტრანზიცია სკოლაში და სკოლიდან პროფესიულ სასწავლებელში.

ვებინარების ციკლი 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

დასწრება შესაძლებელია Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით.

თითოეული ვებინარის ჩატარების დრო და დასწრების ბმული წინასწარ გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე.

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მხარდაჭერით, გაიღრმაონ ცოდნა სწავლების უნივერსალური მიდგომების, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით, ასევე მოსწავლეთა ქცევის მართვისა და მათი ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ვებინარის დასრულების შემდეგ ვიდეო ჩანაწერები განთავსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება