სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა
10-06-2026
-
+


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებსაც მიეცემათ მასწავლებლობის უფლება, გამოცდის ჩაბარებისა და 60-კრედიტიანი პროგრამის ან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შემთხვევაში. დღეს მოქმედი კანონით, პროფესიული განათლების საფუძველზე მასწავლებლობის უფლება ეძლევა მხოლოდ სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს.

შემდეგი ცვლილება ეხება მასწავლებლობის მაძიებლობის საკითხს. კერძოდ, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც უმაღლესი განათლებით არ აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია. მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად მას შესაბამისი გამოცდის ჩაბარება განესაზღვრება. ასევე, თუ პირს უმაღლესი განათლებით აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის რომელიმე საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგრამ მაძიებლობის პროგრამაში სხვა საგნით ჩაერთვება, შესაბამისი წინაპირობა მისთვისაც საგნის გამოცდის ჩაბარება იქნება.

ასევე, ცვლილება შეეხება შემცვლელ სპეციალურ მასწავლებელს. კერძოდ, დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელად/შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით სპეციალური მასწავლებლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს ან პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება და ფლობს მასწავლებლობის უფლებას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი. თუ სკოლის მიერ აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია კონკურსის გზით ვერ შეივსო, სპეციალურ მასწავლებლად ასევე შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება და ფლობს მასწავლებლობის უფლებას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი. ამ შემთხვევაში, პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი სასწავლო წლის ბოლომდე, ხოლო სასწავლი წლის ბოლოს სკოლას ვალდებულება ექნება, გამოაცხადოს კონკურსი.

კანონში შეტანილი ცვლილებით, სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება