| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გამონაკლისი არც მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამ დღესა და საგაკვეთილო თემასთან (IX კლასი „ისტორიის გზასაყარზე“ და VII კლასი „სამშობლო უფრო ღრმადაა“) დაკავშირებით, აქტივობა: „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“ მოეწყო.
აქტივობაში მონაწილეობდნენ: VII ა, VIIბ, VIIგ, IXა, IX ბ და IXგ კლასების მოსწავლეები, რომლებმაც თავდაპირველად, შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, შემდეგ კი ლექსები უძღვნეს სამშობლოსა და მშობლიურ ენას.
მოსწავლეებმა ასევე PowerPoint-ის გამოყენებით მოამზადეს პრეზენტაციები, თემებზე: „მშობლიური ენის საერთაშორისო დღის ისტორია“, „მშობლიური ენის წარმოშობა“, „ენის სიწმინდის დაცვა“ და „ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქართულ ენასთან დაკავშირებით“.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ბავშვებმა, ასევე შექმნეს ნახატები, პოსტერები და ისტორიულ-საინფორმაციო წიგნები მშობლიური კუთხის - წყალტუბოს შესახებ და მოაწყვეს გამოფენა.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ს.ქობალია და თ.გრიგოლია.
აქტივობას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, ისტორიის პედაგოგი თ.თუთბერიძე და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელი ლ.ტყაბლაძე, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ეს დღე და როგორც გვიყვებიან, სიტყვიერი მადლიერებით დააჯილდოვეს მოსწავლეები.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს