სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ბიზნეს-ფორუმზე საინტერესო პროექტით წარდგა
22-02-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში. 

 21 თებერვალს კი, მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლა-ბიზნეს ფორუმში, მონაწილეობდა, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა თვითმმართველობამ ფორუმზე წარადგინა პროექტი, სახელწოდებით - „სასკოლო ტელევიზია, პროფორიენტაციის სამსახურში“. 

პროექტის მიზანია მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება კონკრეტულ პროფესიათა მახასიათებლების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მონდომებით უყვებოდნენ მიწვეულ სტუმრებს თავიანთი იდეების შესახებ.

„რამდენად დავაინტერესეთ ისინი ან მივიღებთ თუ არა დაფინანსებას ეს მომავლის საკითხია, თუმცა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები, იდეის ირგვლივ მობილიზებული ვთვლით რომ დიდი გამარჯვებაა!“, - ასე აფასებენ, სკოლის აქტივობას, ფორუმზე და დიდი იმედებით ელიან წარმატებას. 

სკოლაში, ფორუმის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან თანამშრომლობისა და ღონისძიების მაღალი ხარისხით წარმართვისთვის. 

„მადლობა ბატონი ნუგზარ კოხრეიძის არაჩვეულებრივ გუნდს (Research-Intellectual Club „Dialogue of Generations“) ზოგადად თანამშრომლობისათვის და კონკრეტულად ბიზნეს-ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის. ასევე, მადლობა პროგრამის დირექტორს საქართველოში ქალბატონ მარინა უშვერიძეს იმისათვის რომ ზრუნავს მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება