სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში თეატრალური საღამო გაიმართა
21-02-2024
-
+


რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, VI-VII კლასების მოსწავლეების ჩართულობით თეატრალური საღამო ჩატარდა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის -„მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ერთ-ერთი ეპიზოდი - სიტუაცია ქიმიის გაკვეთილზე და წერილი მერის, „გააცოცხლეს“.

ბავშვებმა პერსონაჟების როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს. მათ ასევე თემების: „ბუნება და ადამიანი - ტყის ბინადრები“, „ბემბი და მისი მეგობრები“ მიხედვით, საინტერესო სცენები გაითამაშეს. 

„ძალა ერთობაშია - ამ მოტივით შეძლეს საერთო მტრის - 9 მონადირის დამარცხება“ , -გვიყვებიან სკოლაში.

თეატრალურ საღამოზე ასევე მოსწავლეებმა იცეკვეს სამაია, ტანგო და ვალსი (რევაზ ლაღიძის - „ყვავილი თოვლში“ მიხედვით).  

თეატრალური საღამო საინტერესო, შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის. მისი ხელმძღვანელი ქართული ენისა ლიტერატურის პედაგოგი იაგულ აბულაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება