სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოჯორნის საჯარო სკოლაში სომეხი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიეძღვნა 
20-02-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, მნიშვენლოვანი და შემოქმედებითი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე ტრადიციულად აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, არმინე ხაჩატურიანის ხელმძღვანელობით, თემატური ღონისძიება მოეწყო. მის მიმდინარეობაში მე-2 - მე-4 კლასების მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაციის გარდა, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

„155 წლის წინ, 1869 წლის 19 თებერვალს, სომხეთში, დსეღში სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა.
პირველდაწყებითი განათლება მან სოფელში მიიღო. შემდეგ ჯალალოღლის ოთხკლასიან სასწავლებელში და თბილისის ნერსესის სემინარიაში სწავლობდა. 1886 წელს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება