სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარ ძაღლს სახლი აუშენეს
19-02-2024
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც დიდი გულისხმიერებით გამოირჩევიან. 

ამის ნათელი დასტურია ის სამაგალითო საქციელიც, რაც მოსწავლეებმა ჩაიდინეს. სკოლაში მიუსაფარი ძაღლი - ბასარა დადიოდა, რომელსაც მოსწავლეები საკვებს უნაწილებდნენ. ახლა კი, უფროსკლასელებმა, მას სახლი აუშენეს და უდიდესი სიყვარულით ეპყრობიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ქცევით ამაყობენ და ძაღლთან დაკავშირებულ ისტორიას გვიზიარებენ. 

„გვინდა, ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სამაგალითო საქციელის შესახებ გესაუბროთ. ეს სასწავლო წელი სხვებისგან განსხვავებულად დაიწყო. სკოლაში ერთი მიუსაფარი ძაღლი შემოგვეჩვია, რომელსაც მოსწავლეები საკვებს უნაწილებდნენ, სამაგიეროდ, არც ბასარა გვრჩებოდა ვალში, ერთგულად დარაჯობს სკოლას და იცავს სკოლის მოსწავლეებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის უფროსკლასელებმა, მას სახლი აუშენეს!
ბავშვებო, გვეამაყებით და გვახარებს თქვენი ინიციატივა.
გვიხარია, რომ ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ:
დღეიდან, სკოლაში შეფარებული ძაღლი ბასარა, რომელიც დიდი სიყვარულით და სიფრთხილით ექცევა სკოლის მოსწავლეებს, ზამთრის ცივ ღამეებს ღია ცის ქვეშ აღარ გაატარებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება