| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში 22 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით გაიმართა ტრადიციული შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ანალიტიკური და ლოგიკური უნარების განვითარება.
შეჯიბრებას ორგანიზება გაუწია ჭადრაკის მასწავლებელმა - ნელი თომაძემ და შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულმა ვახტანგ გორგასლიძემ (მე-12 კლ.). მან საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებთან ერთდროული თამაშის სეანსიც გამართა.
ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამოვლენილ გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და პრიზები. სკოლის „დიდოსტატის“ წოდება მე-11 კლასის მოსწავლე ნინი მაცაბერიძემ მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ