სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დიდი დღესასწაული ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში  
13-02-2024
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში საინტერესოდ აღნიშნა. 

 IV კლასში გამართულ ღონისძიებას გასდევდა გოდერძი ჩოხელის გენიალური ფრაზა - „დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“. 

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეშვიდედ აღინიშნა ჩვენს პლანეტაზე! მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიხარულით ხვდებიან ამ გამორჩეულ დღესასწაულს! არც ილიას, აკაკის და ვაჟას სამშობლოა ამ მხრივ გამონაკლისი! ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ტოლი არ დაუდეს ჩვენს მკითხველებს და დიდი დღესასწაული მოაწყვეს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

კლასის დამრიგებელმა - მაკა ცერცვაძემ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები დაგეგმა. ჯერ საკლასო სივრცეში, შემდეგ კი სკოლის ბიბლიოთეკაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა არაერთი მოთხრობა თუ ლექსი გააჟღერეს.

„ბავშვებმა მთელი სული და გული ჩადეს ამ საქმეში. დასასრულს ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ვფიქრობ, რომ ეს დღე მათ არასდროს დაავიწყდებათ“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდებს ბიძგს მისცემს უფრო და უფრო შეიყვარონ წიგნი - „ცოდნის წყარო“, გაითავისონ მისი მნიშვნელობა და მომავალ თაობას გადასცენ საკუთარი გამოცდილება!

„ყოველი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს! ვულოცავთ IV კლასის მოსწავლეებს ამ სამყაროში შემობრძანებას და ვუსურვებთ წარმატებული ნაბიჯებით აღმასვლას!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

III კლასის მოსწავლეთა წიგნიერების დღესასწაულისადმი მიძღვნილი გაკვეთილი კი იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით - „ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობის, ბედნიერებისა!“ დაიწყო. 

უკვდავი ფრაზა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ხვედელიძემ 2 თებერვალს გააჟღერა და მოსწავლეებს განუმარტა, თუ რასთან დაკავშირებით აპირებდა საკლასო სივრცეში გამორჩეული და განსაკუთრებული დღის მოწყობას.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლაში დიდი სიხარულით აღინიშნა. III კლასის მოსწავლეებმა საკლასო სივრცეში სხვადასხვა საინტერესო მოთხრობა თუ ლექსი წაიკითხეს. მოეწყო შეჯიბრი კითხვაში, გაიმართა მსჯელობა წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ! მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული და დიდი ენთუზიაზმით ცდილობდნენ საკუთარი აზრების დაფიქსირებას.

„კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის საშუალებითაც უნებლიედ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმასა და სულში აღმოვჩნდებით ხოლმე“! სწორედ ამის გააზრებასა და გონებაში ჩაბეჭდვას ემსახურება ეს დღესასწაული!

მასწავლებელმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიულოცა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წიგნების სამყაროში მყარად დგომა ურჩია, მომავალში კი ცოდნით შეიარაღებულებს წინსვლა უსურვა.

ღონისძიებას IV კლასიც შეუერთდა. „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - ამ სლოგანის გარშემო  გაერთიანდნენ პატარა მკითხველები და ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის საყვარელი წიგნები, გაუზიარეს თანაკლასელებს ის სიხარული, რასაც წიგნის კითხვის დროს გრძნობს ადამიანი. კლასის დამრიგებელმა, თინათინ ცუცქირიძემ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები დაგეგმა, საკლასო სივრცეში. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები მათთვის განსაკუთრებით საყვარელი წიგნებიდან, გაცვალეს წიგნები ერთმანეთში, იმსჯელეს კითხვის აუცილებლობაზე.

მსგავს ღონისძიებებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კითხვის პოპულარიზაციაში,  მოსწავლეებს აძლევს სტიმულს იკითხონ და შეიყვარონ წიგნები.

„ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი!“ვულოცავთ პატარა მკითხველებს წიგნის სამყაროში შებრძანებას და ვუსურვებთ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

თუ ეროვნულებზე მათემატიკას ან გეოგრაფიას აბარებთ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-12 კლასელებს ცხორვების ახალი ეტაპის დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

ღონისძიებას პედაგოგი ხატია ძაგანია ხელმძღვანელობდა

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეწდავი დღე შეემატა

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გამართეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება