სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი საახალწლო ღონისძიება
29-12-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის I-XII კლასების მოსწავლეები ახალ წელს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით ხვდებიან.

გამონაკლისი არც წელს ყოფილა. 26 დეკემბერი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო მათ სასკოლო ცხოვრებაში.

პედაგოგების ირინა ინასარიძის, ანახას ამაზარიანის, მარინე მეგერიანის,  გიულნარა არაქელიანის, კატია პოღოსიანის, ნეკტარ კარაპეტიანის, გოჰარიკ მარგარიანის, ელენა პეტროსიანის, ჯულიეტტა იორდანიანის, რეპსიკ კარაპეტიანის, არპინე აკოპიანის ხელმძღვანელობით ბავშვებმა გულმოდგინედ მოამზადეს საშობაო ზეიმი „წელიწადო ახალო“.

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარმოადგინეს. ბავშვების შემოქმედებითმა ნიჭმა და შესაძლებლობებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და თემის სხვა წარმომადგენელები. დამსწრეებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

ასევე, სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა დამსწრე თემის წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება