| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |


2024 წელს ბევრს გაუჩნდება საკუთარი გეგმებისა და მიზნების რეალიზების საშუალება. ითვლება, რომ დრაკონს უყვარს გამომგონებელი, აქტიური ადამიანები, რომელებიც ცვლილებებსა და სიახლეებს არ უშიდნებიან.
ხე ფიზიკური და სულიერი ზრდის სიმბოლოა, ამიტომ წარმატება იქნება თავდაჯერებული ადამიანების თანმდევი, რომელთაც მკაფიო და კეთილსინდისირერი მიზნები აქვთ. მწვანე ფერი განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა.
ხის დრაკონი გვასწავლის მოვერგოთ პრაქტიკულად ნებისმიერ, ყველაზე არახელსაყრელ პირობებსაც კი და რაც უფრო მეტი სირთულეს წავაწყდებით, ასტროპროგნოზის თანახმად, მეტი ძალა და მოთმინება მოგვეცემა.
წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება - ვირთხის, დრაკონის, მაიმუნისა და მამლის წელში დაბადებულთათვის. ნაკლებ წარმატებული - ღორის, ცხენის, თხის, ვეფხვისა და კურდღლისთვის. პირად და პროფესიულ ცხოვრებაში შესაძლოა წინააღმდეგობებს წააწყდნენ - ხარი, გველი, ძაღლი.
დრაკონის წელში დაბადებულთ, თქვენი ნიშანი დაგეხმარებათ ისეთი ხასიათის განმტკიცებაში, როგორიცაა გამბედაობა, თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა.
რაც შეეხება 2024 წელს დაბადებულ ბავშვებს - ხის დრაკონი ითვლება წყნარ, შრომისმოყვარე, სირთულეების მოყვარულ ნიშნად, სწორედ ეს თვისებები შესაძლოა დაჰყვეთ მათ.
როგორ შევხვდეთ 2024 წელს?
ასტროლოგები გვირჩევენ ამ წელს განსაკუთრებული პომპეზურობით შევხვდეთ. დრაკონს არ მოსწონს რუტინა და ყოველდღიურობა. ახალი წლის ღამეს, საზეიმოდ მორთული სახლი, ბევრი ბრჭყვიალა მოსართავითა და გირლიანდებით აუცილებელი ტრადიციაა, ამას უკვე მოსდევს აქტიური გართობა და გულუხვი საჩუქრები.
ეგზოტიკური იერსახის დრაკონს უყვარს ლამაზი, ძვირფასი და ბრჭყვიალა ნივთები: რაც ცოტა არ იყოს კონტრასტულია დრაკონის სუფრის ტრადიციებთან - დრაკონის გულს მოვიგებთ - თუ სუფრაზე მარცვლეულის კერძებს, ვაშლსა და ცოცხალ მწვანილს დავახვედრებთ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ