სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები და თითოეული მათგანის დეტალური განმარტება მასწავლებლებისთვის 
08-12-2023
-
+


როგორ არის განსაზღვრული სწავლა-სწავლების პრინციპები, რას ეფუძნება და რა ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი ? - ამ კითხვებზე პასუხი ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეგვიძლია ვნახოთ.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები 3 პრინციპების საფუძველზე რეალიზდება. ეს პრინციპებია:

ა) სიღრმისეული სწავლა;
ბ) პოზიტიური სასწავლო გარემო;
გ) ინკლუზიური განათლება.

სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს:

ა)  მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას;
ბ)  ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას;
გ)  ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას;
დ) სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა);
ე) მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.

პოზიტიური სასწავლო გარემო გულისხმობს პირობებს, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას:

ა) კრიტიკული აზროვნება - მოსწავლეს  ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;

ბ) შემოქმედებითობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან,  ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები,  დაგეგმოს და შეიმუშავოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი;

გ) თანამშრომლობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები;

დ) კომუნიკაცია - მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე  არავერბალურად  კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში;

ე) ხასიათი/ნებელობა - მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი; 

ვ) მოქალაქეობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების  ჩამოყალიბების პროცესში.

ინკლუზიური განათლება გულისხმობს:

ა)  ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას;
ბ)  მრავალფეროვნების დაფასებას;
გ) რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას;
დ) დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას;
ე) ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას;
ზ) მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში; განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე;
თ) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება