| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აქტიურადაა ჩართული და საინტერესო კონფერენციებს ესწრება.
ამჯერად, იგი, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ეგიდითა და ჰანოვერში დაფუძნებული გერმანულ-ქართული სახლის მხარდაჭერით, მე-18 საუკუნის სამეფო ვილაში ჩატარდა.
ამ ორგანიზაციებსა და საქართველოს ემიგრანტებს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ნოემბრის მიწურულს უკვე განხორციელდა ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ლაიტმოტივად საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ პრაქტიკა გასდევდა.
აღნიშნულ კონფერენციაზე განიხილეს თემები: ქართული სკოლების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება, მოტივირებული ლიდერის როლი, გერმანული განათლების სისტემის მახასიათებლები და თავისებურებები, ქართული საქმე საზღვრებს გარეთ, ინოვაციური სწავლების მეთოდები, სამომავლო თანამშრომლობითი პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გერმანიას სტუმრობდა 25 წარმატებული პედაგოგი. მათ შორის ორი სკოლის პატრიოტი წარმომადგენელი. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორ ფაქიზო-ფატი ფანჩულიძესთან ერთად, კონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის დამრიგებელი სოფო მეძველია.
მონაწილეებს ინგლისურენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქართველმა პედაგოგებმა ბერლინი მოინახულეს.
კონფერენციას ჰანოვერში მასპინძლობდა „პატრიოტი დიასპორელის“ იდეის ავტორი და ხელმძღვანელი, გერმანულ-ქართული სახლის დაფუძნების ინიციატორი და აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ციბაძე და საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვანელი საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის გენერალური დირექტორი მარი გეთიაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ