სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების და კულტურის ცენტრის პროექტის ფარგლებში ჭალეს თემის N1 სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
27-11-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების და კულტურის ცენტრი ზრუნავს მოსწავლე-ახალგაზრდობის, როგორც გონებრ და კულტურულ, ისე სულიერ განვითარებაზე. 

ცენტრის ორგანიზებით, პროექტი - „მოძღვრის საათი“ ხორციელდება. „მოძღვრის საათი“ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ტარდება და გულისხმობს საჯარო სკოლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო საუბრებს რელიგიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე.


მორიგი შეხვედრა, 10 ნოემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლისთავსა და დაბადებიდან 90 წელს. 

პროექტი - „მოძღვრის საათი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზებას უწევს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლირა ღურკაია.

საზღვრისპირა გამყოფი ხაზის სოფელში გამართულ შეხვედრას დაესწრო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია.

შეხვედრას უძღვებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ ნაგურუს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია სარია.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების და კულტურის ცენტრში აღნიშნავენ, მათი სამოქმედო პროგრამა ემყარება საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.

მუშაობის მიზანია:

ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება.

ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება.

გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

დ) თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

კულტურის ცენტრში დასძენენ, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრები მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებიში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება