| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლაში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო მინილექცია გაიმართა, რომელშიც VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი კი, ცნობადობის ამაღლება გახლდათ.
შეხვედრა ისტორიის მასწავლებლის - ნარგულ ბარამიძისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ანა გოგიას, ხელმძღვანელობით გაიმართა.
შეხვედრაზე, ანნა გოგუაძემ, უახლესი ისტორიიდან ტოლერანტობის მაგალითები გააცნო დამსწრე საზოგადოებას, ხოლო ნატალი შაქარაძემ უძველესი პერიოდის ფაქტები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას, ასევე დავით აღმაშენებლის დროიდან მოიყვანა თემატური მაგალითები.
ლიზი ბერიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, ანრი ვაშაყმაძემ, მარიამ ილიაიძემ და VIII-IX კლასის სხვა მოსწავლეებმა შეასრულა ნამუშევრები და მოაწყვეს ნახატების გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი, პროდუქტიული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ