| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოსტიუმირებული ღონისძიება მოაწყვეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი წარმოდგენებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს.
ბავშვებმა დიდი მონდომებით შეასრულეს ხალხური სიმღერები, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მე-9 - მე -10 კლასების მოსწავლეებმა, საშემოდგომო თემატიკას საინტერესო მიზანსცენაც მიუძღვნეს, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა კი, შემოდგომას უცხო ენაზე მიუძღვნეს ლექსები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ემოციებით დატვირთული დღე, მრავალფეროვანი დეკორაციებით გაფორმებული სასკოლო სივრცე, საინტერესო კოსტიუმებში გამოწყობილი მოსწავლეები და ბავშვების ნიჭიერებით აღფრთოვანებული პედაგოგები - ასეთი იყო საშემოდგომო ღონისძიება მოლითის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ