| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის VIII ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა ხინკილაძის ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გააკეთეს. მათ აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია და მნიშვნელოვანია საზოგადოება შემწყნარებელი იყოს.
ბავშვებმა ასევე ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი - We are tolerant შექმნეს, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ