| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლაში სხვადასხვა შემეცნებითი და ინტელექტუალური შეჯიბრი იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
თამაშის მონაწილეები რამდენიმე გუნდად დაიყვნენ. პირველი გუნდის მონაწილეებმა გუნდს სახელად „ტვინიკოსები“ უწოდეს. გუნდის კაპიტნად კი აირჩიეს ვიტო ხარძიანი. მეორე გუნდის მონაწილეებმა გუნდს „დაუნდობლები“ უწოდეს, გუნდის კაპიტნად მარიამ ხარძიანი შეარჩიეს. მესამე გუნდის მონაწილეებმა გუნდს სახელად „ლიდერები“ შეურჩიეს. გუნდის კაპიტნად გიორგი მარგვრლანი დანიშნეს.
გუნდებს შორის ბრძოლა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ აქტივობაში.
„მათ ღირსეულად იასპარეზეს და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გუნდებს შორის საპრიზო ადგილი მარიამ ხარძიანის გუნდმა - „დაუნდობლებმა“ მოიპოვა.
სკოლის დირექციამ და დანარჩენმა მონაწილეებმა მათ მიულოცეს დამსახურებული გამარჯვება და წინსვლა უსურვეს.
„საუკეთესო გუნდი „დაუნდობლების“ მონაწილეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ლოგიკური აზროვნებით და გუნდურობით საპრიზო ადგილი დაიკავეს - ვულოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წინსვლა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ