| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში, რამდენიმე დღე ხორციელდებოდა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები.
კვირეული, 16 ნოემბერს, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ფიქრია გიორხელიძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამო გრიგოლიას ერთობლივად ორგანიზებულმა ინტერაქტიულმა გაკვეთილმა დაასრულა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობას“ წევრები, ასევე დაინტერესებული მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მოამზადეს მსოფლიო ადამიანების შესახებ პრეზენტაციები, შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, დაამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ზნეობრივ სოლიდარობას, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში არის ომის კერები. მათ იციან, რომ განათლება შეუწყნარებლობის თავიდან აცილების ყველაზე ქმედითი საშუალებაა. ტოლერანტობის სულისკვეთებით ადამიანებისთვის განათლების მიწოდება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მათთვის იმის სწავლებას, თუ რას წარმოადგენს მათი საერთო უფლებები და თავისუფლებები, რასაც ისახავდა კიდეც მიზნად დღევანდელი გაკვეთილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ