| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-3 კლასში, ქართული ენისა და ბუნებათმცოდნეობის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების, ქართული ენის პედაგოგი შორენა გიორგაძე და ბუნებათმცოდნეობის მასწავლებელი მადონა ჩხიკვაძე.
მესამეკლასელები გაკვეთილზე ერთ-ერთი საინტერესო ფრინველის, ბუს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნენ. მათ ლიტერატურული ნაწარმოები „კეთილი ბებერი ბუები“ წაიკითხეს, რის შემდგომაც რეალურ და მხატვრულ ფრინველებს შორის მსგავსება–განსხვავებებზე იმსჯელეს.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ