| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი კულტურის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მიზნად ისახავდა რამდენიმე გარემოებას:
პროექტის ამოცანები კი შემდეგნაირია:
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მასწავლებლების მიზანია მოსწავლეებს დაანახონ გარემოზე ზრუნვის საჭიროება და მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარი გაზარდონ.
„გარემოს დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალობას, ჩვენთვის, მასწავლებლებისათვის, უმნიშვნელოვანესია დავანახოთ ჩვენს მოსწავლეებს, როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე. რა ცვლილებებს იწვევს ის გარემოში. მიგვაჩნია, რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რათა მომავალში მათი გამოყენება თითოეული მათგანის მოთხოვნილებად იქცეს. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნაგავი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას, ადამიანებს, მთელ ფლორასა და ფაუნას. აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობა. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, რათა გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ პრობლემას“, - გვიყვება პროექტის ხელმძღვანელი აითან აბასოვა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ