| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.
ამჯერად, აჭარის განათლების სამინისტროსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეები ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთას ხეობაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა შემოდგომის ფერებში შემოსილი ხულო, XII საუკუნის სხალთის მონასტერი მოინახულეს.
„განუზომელია შერიფ ხიმშიაშვილის ღვაწლი აჭარის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომლის სახლ-მუზეუმში ვიმყოფებოდით“, - გვიყვებიან სკოლაში.
გასვლითი ტური შემეცნებითი ხასიათის იყო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლებს გიდებმა, მეკლდეურთა ფედერაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს.
„მათ კიდევ უფრო საინტერესო გახადეს აღნიშნული დღე. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისა და მოსწავლეებზე ზრუნვისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცოდნას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ