| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესი წარმართონ და მათთვის შედეგზე ორიენტირებული გარემო შექმნან.
სწორედ ამის დასტურია, ინგლისური ენის მასწავლებლის - ნინო გუჩმანიძის საინტერესო გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
დეტექტივი ჯონ კლარკი, ამინდის პროგნოზი სხვადასხვა ქვეყნებში, გაბრაზებული ალექსანდრე (ფეხბურთის მატჩის მოლოდინში) - როლური თამაშები, რომლებიც მოსწავლეებმა სამსახიობო ოსტატობით შეასრულეს და მასწავლებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
„ჩემი უნიჭიერესი ბავშვები! რა უნდა შესთავაზო, არ შეასრულონ?“ - ასე აფასებს პედაგოგი შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოვებულ მოსწავლეებს.
სკოლაში პედაგოგისა და მოსწავლეების აქტიურობით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„მოტივირებული მასწავლებლის წარმატებული გაკვეთილი. მადლობა, ინგლისური ენის მასწავლებელს, ნინო გუჩმანიძეს და მის მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ