| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამილა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, IX კლასის მოსწავლეებთან ერთად მოეწყო პროექტის - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“, პრეზენტაცია.
მიზანი გახლავთ, მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევა-ძიებითი და ანალიტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური უნარების განვითარება.
მოსწავლეებმა პრეზენტაციისას წარმოაჩინეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი. მოაწყვეს საინტერესო პერფორმანსი, მიმოიხილეს ანა კალანდაძის ლექსი - „ფეხი დამადგით“, არსენ იყალთოელის ეპიტაფია, „გალობანი სინანულისანი“, ანდერძი და მისწერეს წერილები მეფე დავითს...
სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს და მადლობას უხდის ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი პროექტის ორგანიზებისათვის მოსწავლეებს და მასწავლებელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ