| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩესა და ტალერის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებელი ელიკო აკობია პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული, შედეგებზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის კარიერული წინსვლა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც ბევრს შრომობს და წარმატებასაც აღწევს. მისი დევიზია - „არასდროს შეწყვიტო სწავლა“.
როგორც თავად აღნიშნავს, ის ასევე ძალიან კომუნიკაბელურია, რაც პროფესიაში ეხმარება. პედაგოგი ბევრ საგანმანათლებლო ორგანიზაციაშია ჩართული, მაგალითად როგორიცაა: „ IIU“, „21st xigis skills“, „Global future foundation“
„ამ ორგანიზაციებში ვმონაწილეობ როგორც მომხსენებელი, მოდერატორი და პანელისტი. მუდამ ვეძებ სიახლეებს და ვნერგავ სასწავლო პროცესში“, - აღნიშნავს მასწავლებელი.
ამჯერად, პედაგოგმა მორიგ წარმატებას მიაღწია და მისი სტატია თემით - „ციფრული განათლება“ საერთაშორისო ონლაინ ჟურნალში „Education Jagat-ში“ გამოქვეყნდა.
პედაგოგის ინგლისურენოვანი სტატია საინტერესო საკითხებს ეხება. მაგალითად, როგორიცაა ტექნოლოგიების როლი და მნიშვნელობა.
იხილეთ სტატიის ბმული
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ