| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს.
ამ დღეს, საკლასო ოთახი საზეიმოდ მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ქართული ენის გაკვეთილზე, მასწავლებელმა - ზარუჰი ბდოიანმა, „ანბანის შებრძანებას“ სკოლაში, ლამაზი ღონისძიება მიუძღვნა, რომელშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ.
„ლამაზად მორთულ კლასში პირველკლასელებმა სახალისო და საინტერესო ლექსები წაიკითხეს და „ანბანს“ სიმღერები მიუძღვნეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც გვიყვებიან, ასეთი სახის ღონისძიებები სკოლაში უკვე ტრადიციადაა ქცეული.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სწავლის მიმართ ინტერესს მეტად უღვივებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ