სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ტესტებს პასუხი სკოლაში მიღებული განათლებით გავეცი“- ბორჯომის, ლანჩხუთისა და ფოთის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
16-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივირებასა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე ზრუნავს. მის მიმდინარეობაში ახალგაზრდები უდიდესი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ბორჯომის, ლანჩხუთისა და ფოთის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და „ეტალონი“ მოსწავლეები ესაუბრნენ.

ზოია თიგიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. რა არის იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე ის, რომ შენი მოსწავლე წარმატებას აღწევს. ამ კონკურსს ჩემი მოსწავლეები დიდი სიხარულით ხვდებიან, ძალიან მოსწონთ. მასწავლებლებსაც მეტი სტიმული და მოტივაცია გვაქვს. კრისტინა შინარეკო ძალიან ნიჭიერი გოგოა, მობილიზებული და ყოჩაღი. ფინალს რაც შეეხება, ყველას წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებით კი, ჩვენი სკოლის მოსწავლეს.

ნათელა გელაშვილი-დუგაროვი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის ეტალონი პედაგოგი:

ეს გამარჯვება ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული მოსწავლის წარმატებული ნაბიჯი, რასაკვირველია, სკოლის სახელია. მოსწავლეებმა პირველ ეტაპზეც დიდი მონდომებით იმუშავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. ნამდვილად გამახარა იმ ფაქტმა, რომ კრისტინა შინარეკო მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ის ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეა, რომელიც ცდილობს, რომ ცოდნა ყველა საგანში გაიღრმაოს. ახლა ვფიქრობ, ბევრად უფრო მოტივირებული გახდა.

კრისტინა შინარეკო, ბორჯომის „ეტალონი მოსწავლე“:

რასაკვირველია, ჩემთვის გამარჯვება სასიხარულო იყო. სიმართლე ითქვას, პირველი ადგილის დაკავებას არ ველოდი. აღსანიშნავია, რომ ჩემთვის კითხვები ძალიან საინტერესო იყო. ინტელექტ-ჩემპიონატისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ. ახლა ფინალისთვის გარკვეულ ლიტერატურას უკვე ვეცნობი. არ ვიცი, რა მოხდება ფინალში, თუმცა მონდომებით ჩავერთვები.

ინგა აფხაძე, ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ეტალონი პედაგოგი:

„ეტალონი“ ძალიან მომწონს, მასწავლებელი ვარ და ვხედავ, თუ რამხელა მოტივაციას უჩენს ბავშვებს. ეს დანარჩენ მოსწავლეებზეც დადებითად აისახება. მაგალითად წლევანდელი „ეტალონი მოსწავლის“ ლოლა ფირცხალაიშვილის ძმა 2021 წელს გახდა „ეტალონი მოსწავლე“, ეს კი ყველასთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია იყო. ლოლა ფირცხალაიშვილსაც ერთი სული ჰქონდა, მეორე ეტაპზე გადასულიყო და მონაწილეობა მიეღო. რაც შეეხება ფინალს, დადებითი მოლოდინები გვაქვს, ჩვენი მოსწავლე ყველა კონკურსში აქტიურად მონაწილეობს და წარმატებას აღწევს. იმედი მაქვს, „ეტალონის“ ფინალშიც წარმატებას მიაღწევს.

ლოლა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთის „ეტალონი მოსწავლე:

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს მოვიპოვებდი. კონკურსის ფორმატი და კითხვები ჩემთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. ფინალისთვის გარკვეულ ინფორმაციას გავეცანი, ეტაპობრივად ვემზადები და ვნახოთ, რა იქნება.

ნანა საბულუა, ფოთის N15 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ კახაბერ კიზირიას წარმატებას ველოდით. ძალიან სასიამოვნოა, რომ გაიმარჯვა და ფოთის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, რომელიც მოსწავლეს გვერდით უდგას. მისი წარმატება თავად მოსწავლის, მასწავლებლებისა და მშობლების დამსახურებაა. ზოგადად, ჩვენი სკოლა წარმატებული ახალგაზრდებით გამოირჩევა, ჩვენს მოსწავლეებს მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, მოტივირებულები არიან, რაც ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია.

ეკა ზახლებნაია, ფოთის N15 საჯარო სკოლის ეტალონი პედაგოგი:

კახაბერ კიზირიას წარმატებას, რასაკვირველია ველოდი. მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით, თუმცა სხვა მოსწავლეებიც, რომლებიც „ეტალონში“ მონაწილეობდნენ, საკმაოდ კარგები და წარმატებულები არიან. აღსანიშნავია, რომ კონკურსი ობიექტურად, ყველა წესის დაცვით ჩავატარეთ, ტესტირებაზე მოსწავლეები სათითაოდ შეგვყავდა და დამოუკიდებლად იმუშავეს. „ეტალონზე“ კარგის მეტი არაფერი მეთქმის. იმედია, რომ კახაბერ კიზირია ფინალშიც გვასახელებს, მე პირადად, დადებითი მოლოდინები მაქვს.

კახაბერ კიზირია, ფოთის „ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონში“ გამარჯვებას ნამდვილად ველოდი. კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, ტესტებს პასუხი სკოლაში მიღებული განათლებით გავეცი. აღსანიშნავია, რომ კითხვები ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო. შევეცდები, რომ ფინალშიც მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენო. ვფიქრობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა გონებრივი განვითარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის, ძალიან კარგია.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება