სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
16-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სხვადასხვა მოვლენასა და თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში ბავშვების საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ჩატარდა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა მწერლის ცნობილი ნაწარმოებები - „კარლსონი“ და „პეპი გრძელი წინდა“ გაიხსენეს. კლასში, ნაწარმოებებიდან ამონარიდები გააჟღერეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.

„ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა... 

ახლა ხომ წვიმს, პეპი, - გაუკვირდა ტომის, - წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?

- მე ვრწყავ, - უპასუხა პეპიმ. - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?"

ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა“, - პეპის ეს სიტყვები გაჟღერდა კლასში.

მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლის სიტყვები - „ხშირად მეკითხებიან, რა შეტყობინება დევს ჩემს წიგნებში, რას ვარიგებ ბავშვებს, რა მინდა, რომ მათ ვასწავლო. როგორც წესი, პასუხი მარტივია - მე არავის არაფერს ვარიგებ და არაფერს ვასწავლი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე რამდენიმე ბავშვი, მაინც სიამოვნებით წაიკითხავს პეპისა და კარლსონის თავგადასავალს და გულიანად იხალისებს“.

ბავშვებმა ასევე სხვადასხვა საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ ასევე წაიკითხეს „კარლსონიდან“ ამონარიდები:

„– არა, არა, მე ამას არ შევჭამ – ეს რა არის: ერთი ღვეზელი და რვა სანთელი. უკეთესი იქნებოდა – რვა ღვეზელი… და ერთი სანთელი, აბა, რას იტყვი?

– დამიჯერე, კარლსონ, ბედნიერება ღვეზელში არ არის“

– გიყვარვარ მაინც?..

– აბა რა, მიყვარხარ, სინდისს ვფიცავ! ბევრჯერ ვიმტვრიე თავი სადილის შემდეგ უძილობით გატანჯულმა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ მიყვარხარ, – კარლსონმა ხელი მოუთათუნა ბიჭს ლოყაზე. – მიყვარხარ, მიყვარხარ. ვხვდები კიდეც, რატომ, შენ მე არა მგავხარ, პატარა ბიჭო“, -   ამ სიტყვების ფონზე ჩაიარა ამ დღემ“.

ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციებით აღსავსე იყო მოსწავლეთათვის.

„ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს როგორ შევასხათ ფრთები ჩვენს ოცნებას“ , - ამ სიტყებით დასრულდა ღონისძიება.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება