| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მრავალფეროვან გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ, რომლებიც მათ მოტივაციას ამაღლებს.
ამჯერად, პედაგოგმა, ქეთი კილასონიამ მე-3 ა კლასელებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა, რომელიც ღია სივრცეში, დანიური მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
მათემატიკის გაკვეთილი - „განძის მაძიებლები“ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა.
გაკვეთილის მსვლელობისას, მასწავლებელმა ასევე მიმართა სწავლა-თამაშით მეთოდს (ვმოძრაობთ და ვსწავლობთ).
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს ამოცანების პოვნისა და ამოხსნის შემდეგ უნდა მიეგონოთ დამალული „განძისთვის“.
კლასი ორ გუნდად გაიყო. გამარჯვება გუნდ „მწავანეებს“ ერგო. მათ მოახერხეს სწორად და დროულად, ამოცანების ამოხსნა და „განძის“ პოვნა.
„საბოლოოდ მაინც ყველა გამარჯვებულია, რადგან ერთი მიზნისთვის იბრძოდა ყველა“, - გვეუბნებიან სკოლაში.
აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
„უდიდესი მადლობა ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს - შორენას და მისი გუნდის წევრებს გვერდით დგომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ