| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღონისძიება - „შემოდგომის ფერებით“ ჩატარდა.
როგორც დირექტორის მ/შ ნატო ესართია აღნიშნავს, შემოდგომის ნობათით გაფორმდა სკოლის სააქტო დარბაზი. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი ნახატები წარადგინეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი ლამაზად მორთულნი წარდგნენ სცენაზე - მათ დამსწრე საზოგადოებას ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს შემოდგომის დღესასწაული.
„პირველკლასელებმა, ხელოვნების პედაგოგ ნანი მასწავლებელთან ერთად, დიდი ინტერესითა და ხალისით ამოავლეს ჩურჩხელა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებამ სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.
„შემოდგომა წელიწადის ფერადი და საოცარი დროა. განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომის ბუნება, ხეები ფერს იცვლიან, ხილი მწიფდება, ყურძენს კრეფენ“, - ეს სიტყვები უძღვოდა აღნიშნულ დღეს.
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ხელოვნების მასწავლებელ ვენერა (ნანი) ესართიას და დეკლამატორებს - დიანა ძანძავას, ელიზაბედ ესართიას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ