სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართული ფილმის ჩვენება-განხილვა გაიმართა
15-11-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის X კლასში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, კინოჩვენება მოეწყო.  

აღნიშნულ შეხვედრაზე, მოსწავლეებმა ნახეს ელდარ შენგელაიას ფილმი - „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

კინოჩვენების შემდეგ, მოსწავლეებმა ფილმი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ფილმი შეიქმნა რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. ფილმის სიუჟეტი, პერსონაჟთა ყოფა, ქცევა თუ დიალოგები საბჭოთა ეპოქის სურათს ქმნის.

„ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული. მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ფილმში კარგად ჩანს ამ დაწესებულებაში ყველა საკუთარი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად. რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი ქსოვს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს გულდასმით ეცნობა ეს არის მღებავი“, - გაიხსენეს ფილმის სიუჟეტი მოსწავლეებმა. 

კინოჩვენების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები დაფიქრდნენ და იმსჯელეს ისტორიულ ჭრილში იმ თავისებურებებზე, რომელიც წარმოდგენილია ფილმში. ყურადღება გაამახვილეს ფილმის არსისა და იდეის შესახებ. ისაუბრეს მათთვის გამორჩეულ პერსონაჟებზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეძლეს, რომ კრიტიკულად შეეფასებინათ ფილმის მთავარი სათქმელი, რომელიც საინტერესოდ „ეზოპეს ენით“ ანუ იგავური ენით არის წარმოდგენილი. მოსწავლეებმა ისიც აღნიშნეს, რომ „ეზოპეს ენა“, როგორც კინემატოგრაფიული ხერხი, სამოცდაათიანი წლების ქართულ კინოს მხსნელად მოევლინა.

შეგახსენებთ, რომ ელდარ შენგელაიას ეს ფილმი შექმნიდან 30 წლის შემდეგ, 2013 წელს საფრანგეთში, კანის კინოფესტივალზე ათასი ფილმიდან, ოცეულისთვის შეირჩა და ნაჩვენები იყო კანის სპეციალურ სექციაში - „კანის კლასიკა“. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენებით მოზარდებს საშუალება მიეცათ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნებით, მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით, ყურადღება გაემახვილებინათ ფილმში დასაფიქრებელ სცენებზე, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევასა და განვითარებაში დაეხმარებათ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება