| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა საინტერესო პროექტში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით პროექტზე - „Waste management in our village - ნარჩენების მართვა ჩემს სოფელში“ იმუშავეს.
პროექტის ფარგლებში, სკოლამ როგორც ეკოსკოლამ, პროექტით მიღებული გრანტით, ნარჩენების დასახარისხებელი ურნები შეიძინა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საერთაშოროსო ორგანიზაციას, გარემოსდაცვითი განათლების ფონდს (Foundation for Enviromental Education) საგანმანათლებლო გრანტების კონკურსი ჰქონდა, რომელიც წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის გამოაცხადა.
სწორედ, ურავის სკოლის პროექტი მოხვდა 60 საუკეთესო განაცხადს შორის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ