| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

14 ნოემბერს, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „ერთობის“ ინიციატივით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სახელწოდებით -„ევროპა ჩვენი სახლია!“
შეხვედრას უძღვებოდა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ლუკა ტყაბლაძე და სამოქალაქო კლუბის ლიდერი ლიკა მიქაბერიძე.
შეხვედრის ორგანიზატორებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და გაანალიზეს თუ რატომ მივისწრაფვით ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.
შეხვედრა დადებითად შეაფასეს სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ და ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა - ფიქრია გიორხელიძემ და თამილა თუთბერიძემ.
„წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ! ევროპა ჩვენი სახლია!“- ასეთია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი.
„ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მოვალთ იმედად ხვალის“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ