| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეები, გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი - დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) და სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მარინა მუმლაძე საინფორმაციო ვიზიტით პროფესიულ სასწავლებელში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი, 13 ნოემბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის - მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, პროექტის - „პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, ფარგლებში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ზესტაფონის პროფესიული სასწავლებელი - „კონსტრუქტ 2“ დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლებლის დაარსების ისტორიას, მის სასწავლო პროგრამებს, დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები. ასევე სასწავლებელში არსებული კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებელი ფართი და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სახელოსნოები, სადაც მიმდინარეობდა მოსწავლეთა პრაქტიკული სწავლება.
სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ „ბიქეი ქონსთრაქშენისა“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთო პროექტია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელი ახორციელებს, როგორც პროფესიულ მომზადების პროგრამებს სამშენებლო მიმართულებით, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
აღსანიშნავია, რომ პროფესიულ სასწავლებელში ვიზიტი მოსწავლეებისთვის ძალზე საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ