| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში, პროექტის- „ვიცნობდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ კულტურას“, შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ პროექტში ჩართულნი იყვნენ მე-8 კლასის მოსწავლეები, მათ შეაჯამეს პროექტის ფარგლებში მოწყობილი აქტივობები და პრეზენტაცია საინტერესოდ წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქართული გალობის ნიმუშებს, საერო და სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებით გზას. ასევე, შეძლეს ლექსების გამომსახველობით წაკითხვა.
პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს ქუთაისი, ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი, პოეზიისა და ხელოვნების კერა.
აღსანიშნავია, რომ გელათის აკადემიაში, მოსწავლეებმა, გალობის ფონზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები დავით აღმაშენებელზე.
ბავშვებს მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები. მოსწავლეებმა შეძლეს მსმენელზე ემოციური ზეგავლენის მოხდენა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს.
პროექტის შემაჯამებელმა პრეზენტაციამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა მსგავს პროექტებში ჩართულობის სურვილი გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ