| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის ეზოში, შთამბეჭდავი ღონისძება - „სახალისო ქიმია“, მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
პროექტის ფარგლებში კი, სკოლის ეზოში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიამ სახალისო ქიმიური ცდები ჩაატარა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ლაბორატორიის გამგე - ელიზა მარქარაშვილი, მას დახმარებას უწევდნენ უფროსი ლაბორანტები: იზაბელა ესართია და დონარი ოტიაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, როგორც ღონისძიებაში, ასევე ვიქტორინაში. ღონისძიების ბოლოს კი, გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სკოლა მადლობას უხდის მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელობას, აღნიშნულ პროექტში ჩართვისთვის. განსაკუთრებით კი, ქალბატონ იულია დარბაიძეს, ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ