| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N217 საჯარო სკოლაში დიდი ქართველი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ დღეს „მადლიერების კვირეული“ მიეძღვნა, რომლის ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრამ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები დაგეგმა.
კლასებში კალიგრაფიის კონკურსში ჩატარდა, მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და დიორამების გამოფენა.
აქტივობებში ბავშვები მონდომებით მონაწილეობდნენ, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოთხრობების მიხედვით, წიგნები შექმნეს, დაწერეს მადლიერების წერილები.
„ბავშვებმა საკუთარი თავი წარადგინეს სამკერდე ნიშნებითა და დედა ენასთან დაკავშირებული სხვადასხვა სიმბოლოებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ აქტიური კლასები „წარმატებული კლასის“ სიგელებით დააჯილდოვა.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ