სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“ - პედაგოგთა პროფესიული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული წყალტუბოს N4 სკოლაში
30-10-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეული -  „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“, გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძება მოეწყო, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ შორის ყველაზე უჩვეულო, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე იყო მესამე დღე - „მთავარ როლში“, დღე, როცა მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე დირექციის, მასწავლებლების, მორიგეების და მანდატურის როლში წარდგნენ. 

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებს  დილის ინსტრუქცია ჩაუტარა სკოლის „დირექტორმა“ - ანასტასია ლობჟანიძემ (მე-12 კლასის მოსწავლე) და „დირექტორის მოადგილემ“ სასწავლო - აღმზრდელობით დარგში - თამაზ დუნდუამ (მე-11 კლასის მოსწავლე), „მასწავლებლების“ როლში იყვნენ: ნინი ჯამბურიძე, ილია გედენიძე, ნიკა ტალიაშვილი, ლიზი დემჩენკო, ნია ქობულია, ეკატერინე ჟორჟოლიანი, ფიქრია ვეკუა, მარიამ სილაგაძე, ანასტასია ლობჟანიძე, ლილე ჩხაბერიძე, მარია ჭიჭინაძე, გვანცა კინწურაშვილი, ნინი კირთაძე, ლიზი წერეთელი, დავით ტეხოვი, ლიზი გედენიძე და თამაზ დუნდუა.

ხოლო „მანდატურის“ საქმიანობა შეითავსეს ნინი კირთაძემ და თამაზ ბუიშვილმა; „მორიგეები“ იყვნენ: საბა ბზიკაძე, მარიამ ობოლაძე, ფიქრია ვეკუა და ლიზი გურეშიძე; „პასუხისმგებელი მორიგე“, კი - თეიმურაზ ფანცხავა გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მთელი დღე ფუსფუსებდნენ. საბოლოო ჯამში კი, გაკვეთილები იყო მრავალფეროვანი, აქტივობებით გაჯერებული, საინტერესო და ინტერაქტიული.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს და თბილი სიტყვებით შეამკეს. 

„ლამაზი დღე აჩუქეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს! მადლობა ჩვენო საყვარელო ბავშვებო! გვეიმედებით ძვირფასებო! მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო დღე უსურვა დირექტორმა - მაია ქობულიამ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი

 

 

წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება