| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N117 საჯარო სკოლაში პროექტულ სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა.
მოსწავლეები ჩართულნი არიან როგორც სასკოლო, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში.
ერთ-ერთი ასეთი ეროვნული პროექტია „აჩუქე წიგნი აჩუქე განათლება“, რომელიც ხორციელდება eTwinning-ის საერთაშორისო პორტალის საშუალებით და რომლის დამფუძნებელია თბილისის N117 სკოლის პედაგოგი ნაზი კობახიძე.
მოსწავლეები პროექტის მხარდამჭერისგან მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ. პროექტის ფუძემდებელი „სულაკაურის გამომცემლობას“ მადლობას უხდის.
„სწავლა-სწავლების პროცესში, მისი მაქსიმალური ეფექტურობისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას. სწორედ ამიტომ, მისი ხელშეწყობის მიზნით, გარდა სასკოლო საზოგადოებისა, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ჩაერთვნენ პროექტებში ის ორგანიზაციები, რომელთაც თუნდაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლიათ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა-თანათლების საქმეში. „სულაკაურის გამომცემლობა“ ჩვენი მიმართვისთანავე ჩაერთო პროექტში და მასში მონაწილე ოთხივე სკოლას საჩუქრად გადმოგვცა სხვადასხვა ჟანრისა და ასაკობრივი ჯგუფის წიგნები. ბავშვები მეტი ინტერესით შეუდგნენ ახალი, ნაჩუქარი ლიტერატურის კითხვას. ჩვენი „ღია სასკოლო ბიბლიოთეკისათვის“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნის გამომცემლობების ჩართულობას და მათგან მიღებულ სტიმულს. პროექტის - „აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება“ და 117-ე საჯარო სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდი „სულაკაურის გამომცემლობას“ პროექტში ჩართულობისათვის“, - წერს თბილისის 117-ე სკოლის პედაგოგი ნაზი კობახიძე.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭრი და გულშემატკივარია