სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„შვილების საგანმანათლებლო პროცესში მშობელთა ჩართულობა Izrune.ge-ს უმთავრესი ღირსებაა“ - ძველი თბილისის სკოლების დირექტორები
15-05-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია იმართება, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. შეხვედრას ძველი თბილისის სკოლების დირექტორები ესწრებიან.

მათ ახალი პროექტი მოიწონეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ შვილების საგანმანათლებლო პროცესში მშობელთა ჩართულობა Izrune.ge-ს უმთავრესი ღირსებაა.

შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა სკოლების დირექტორებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სტატისტიკა და შედეგები გააცნო. ამასთან „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა დირექტორებს სერთიფიკატები გადასცა იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში მონაწილეობისას 50%-იანი ბარიერი გადალახა.

შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება