სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებში არ ჰყავთ აღმზრდელები და შესაცვლელია საწოლები, დირექტორები არ წარადგენენ ანგარიშს - აუდიტის დასკვნა
24-10-2023
-
+


ხაშურის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში ცნობილია, რომლის მიხედვითაც, გამოვლინდა რიგი დარღვევები.  შემოწმებულია 2020-2022 წლების მდგომარეობა. სქემის მიხედვით, რომელიც შიდა აუდიტმა შეადგინა, საბავშვო ბაღებში აღმზრდელ-მასწავლებლებზე მეტად დასაქმებულია „სხვა დანარჩენი“.

„აუდიტის მიზანი იყო შეეფასებინა, ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ რამდენად სისტემური და მიზანმიმართული რეფორმები ხორციელდება, რათა საბავშვო ბაღებმა დააკმაყოფილონ: ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებით" განსაზღვრული პირობები და მოთხოვნები“, - წერია დასკვნაში.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მართვის პროცესში გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

1. ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული დროში გაწერილი ერთიანი სტრატეგია/გეგმა;

2. ა(ა)იპ-ს არ ჰყავს საკმარისი საშტატო ერთეულები (აღმზრდელ მასწავლებლები - აღმზრდელის თანაშემწე);

3. მონიტორინგს გაერთიანება ახორციელებს დოკუმენტირების გარეშე;

4. ბაღების დირექტორები წლის ბოლოს არ წარადგენენ გაერთიანების მმართველთან განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს;

5. ზოგიერთ ბაღში შესაცვლელია საწოლები ახლით;

6. ნაწილობრივ გამოვლინდა საბავშვო წიგნებისა და სასკოლო მზაობისთვის შეძენილი წიგნების არასაკმარისი რაოდენობა ბაღებში;

7. ბაღების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ზოგიერთი ბაღის შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საჭიროება;

8. ზოგიერთ ბაღში გამოვლინდა მედიკამენტების შესანახად საჭირო ინვენტარის შეძენის საჭიროება;

9. გამოვლინდა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურების გაფართოების საჭიროება.


რაც შეეხება რეკომენდაციებს:

- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციების საფუძველზე შექმნან დროში გაწერილი ერთიანი სტრატეგია, რათა იცოდნენ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საბავშვო ბაღების სტანდარტების დაკმაყოფილების პროცესში. აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს სამოქმედო გეგმის შემუშავება. აუცილებელია სამოქმედო გეგმა იყოს თანმიმდევრული და ითვალისწინებდეს ეტაპობრივად განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებს, რათა შესაძლებელი იყოს მისი შესრულების შეფასება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის სათანადოდ წარმართვას და საბავშვო ბაღების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

- პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა საბავშვო ბაღები უზრუნველყონ საკმარისი ადამიანური რესურსით.

- გაერთიანებამ შეიმუშავოს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ასახვის ფორმა, სადაც ასახავს თითოეულ ბაღში გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და საჭიროებებს. აღნიშნული მონიტორინგის დასაბუთებული შედეგები ცხადყოფს თითოეული ბაღის მუშაობის ეფექტიანობას და ასევე მომავალში ხელს შეუწყობს მათი მიზნების და ამოცანების სწორად დასახვას.

- ბაღების დირექტორებმა წლის ბოლოს მმართველთან წარადგინონ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშები, სადაც ასახული იქნება შესრულებული საქმიანობის ანალიზი, ასახული იქნება ასევე ის საჭიროებები, რომლის წინაშეც დგას კონკრეტული ბაღი.

- ვინაიდან აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრის საჭიროება წარმოიშვა, გაერთიანებას ეძლევა რეკომენდაცია, რომ სამომავლო გეგმებში, აუცილებლად მიექცეს ყურადღება ამ ცენტრის მომსახურების გაფართოებასა და კადრების მოზიდვის თემას, რათა შეძლოს გაერთიანებამ მოსახლეობას მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება და გადადგას მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ნაბიჯები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება