| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინაროებს. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კამპანიის - „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსის თემა „საქართველო ევროპაა“ იყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილეებმა დაგეგმეს და განახორციელეს აქტივობა „რა? სად? როდის?“, სადაც თემატური, საინტერესო კითხვები იყო წარმოდგენილი.
მათ ინტელექტუალური შესაძლებლობები, გუნდურობა, სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო