სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა
12-10-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში სპორტის მიმართ სიყვარულის გაღვივებას მოსწავლეებში და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეებს შორის ტურნირი ჩატარდა.

თამაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო. შეჯიბრში პირველი ადგილის მფლობელი დაჩი აბულაძე გახდა, მეორე ადგილზე მინდია აბულაძე გავიდა ხოლო მესამე ადგილი ირაკლი ბოლქვაძემ დაიკავა.

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება