| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

10 ოქტომბერს ახალციხეში N5 საჯარო სკოლაში, დაახლოებით 18:00 საათზე, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
ვითარების გასარკვევად ადგილზე მისული ჟურნალისტი სკოლის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, კომენტარზე უარი თქვა სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემაც.
მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ მეხუთე კლასის ერთ–ერთ მოსწავლეს დაეჯახა.
არასრულწლოვანი სკოლის შენობიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
იგი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მშობლებმა მიიყვანეს, თუმცა დირექტორის მსგავსად, კომენტარი არც მათ გააკეთეს:
„ისეთი არაფერი არ სჭირს, გადაგვყავს კლინიკაში... არ ვიცით რა მოხდა კამერებს გადაახვევენ და ნახავენ“,– გვითხრა მოსწავლის მამამ.
ერთ–ერთი ვერსიით მოსწავლეს მანქანა დილის საათებში დაეჯახა, მაშინ რატომ გამოიძახეს საღამოს პოლიცია, ჩვენთვის უცნობია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურებიდან ველოდებით.
წყარო „სამხრეთის კარიბჭე“
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ