სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი
05-10-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების დარგში  ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით და აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

პროგრამა ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით. ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტებისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების მიერ.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) მიიღებენ საერთაშორისო ვაუჩერს EC-Council-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწორედ ამიტომ, ტრენინგკურსში ქალთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ორივე კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ როგორც ერთ, ისე ორივე კურსზე. ადგილები შეზღუდულია.

სწავლება განხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

ტრენინგკურსები უზრუნველყოფს მინიმუმ 400 მონაწილის ჩართვას კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა დონის სამ მოკლევადიან კურსში - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები (დამწყები დონე), სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი (ძირითადი კურსი) და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. მონაწილეთა საერთაშორისო სერტიფიცირების უზრუნველსაყოფად, KIU დააფინანსებს კურსდამთავრებულთა საერთაშორისო სერტიფიცირებას, EC-Council  (International Council of Electronic Commerce Consultants)-თან თანამშრომლობით.  EC-Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირების ორგანო და საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში. 

 კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 ოქტომბერი, რეგისტრაციისთვის იხ. სააპლიკაციო ფორმა.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ სრულად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება