სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

საერთაშორისო და ეროვნული ჯილდოების მქონე ყელქცეულის საჯარო სკოლას, მალე ახალი შენობა ექნება - დირექტორი, მარინა ტაბატაძე სიახლეებზე გვესაუბრა
02-10-2023
-
+


2023 წელი ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლისთვის საიუბილეოა. არსებობის 60 წლის მანძილზე სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩატარდა და როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული ჯილდოების მოპოვებაც შეძლეს. როგორც დირექტორი მარინა ტაბატაძე გვეუბნება, წარმატება სიხარულთან ერთად, უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც ანიჭებს.  ვიანიდან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ მიღწეული სტატუსი შეინარჩუნოს სკოლამ და მეორეს მხრივ კი უფრო მეტი წარმატების მიღწევაზე იზრუნოს. 

როგორ დაიწყო ყელქცეულის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი, რა სიახლეებით შეხვდნენ მოსწავლეებს - ამ და სხვა სასკოლო მნიშვნელობის თემებზე ხელმძღვანელმა მარინა ტაბატაძემ etaloni.ge - სთან ისაუბრა.


- ყოველ სასწავლო წელს სიყვარულით და სიხარულით ვხვდებით. არც 2023-24 სასწავლო წელი ყოფილა გამონაკლისი. ორკვირიანი შრომითა და ძალისხმევით მოვაწესრიგეთ, როგორც სკოლის შიდა, ასევე გარე პერიმეტრი. მოვრთეთ საკლასო ოთახები, ამასთან, განსაკუთრებული დახვედრა მოვუწყვეთ პირველი კლასის მოსწავლეებს. 

სკოლას წელს საიუბილეო თარიღი - 60 წელი უსრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება ჩავატარეთ. წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის სკოლამ ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა, რაც სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა.

პირადად მე, ორი ეროვნული პროექტი განვახორციელე: „ქართული სივრცის“ შიდა ქართლის გაცნობა ჩვენი სკოლიდან დაიწყო, ორდღიანი ღონისძიება მოგვიძღვნა პროექტის დამფუძნებელმა მარიამ ლომთათიძემ და „ეტალონთან“ ერთად განხორციელებული პროექტი: „დედა ენა ყველა ემიგრანტს“. ორივე პროექტში ახლაც აქტიურად ვარ ჩართული.

- რამდენი ახალი მოსწავლე გყავთ სკოლაში, მათ შორის რამდენია პირველკლასელი?

- სკოლაში 11 ახალი მოსწავლე გვყავს, აქედან 10 პირველკლასელია. ამ ფაქტით ყველა გახარებულია, ვინაიდან წინა წლებში ერთი და ორი მოსწავლე მივიღეთ და ჩვენდა სამწუხაროდ კლასკომპლექტი შევქმენით სამი მოსწავლით.

- გვითხარით, გყავთ თუ არა ახალი პედაგოგები, ან თუ აიმაღლეს სტატუსი თქვენი სკოლის მასწავლებლებმა?

- სკოლაში 23 მასწავლებელი ირიცხება. წელს ვაკანსია არ გამოგვიცხადებია, რადგან არ გვქონდა საჭიროება. ერთი მენტორი, სამი წამყვანი, დანარჩენი კი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია. სტატუსი აიმაღლა ვერა გიგოლაშვილმა - წამყვანი მასწავლებელი გახდა, ხოლო ელენე სტეფანიშვილი უკვე სამგზის სერტიფიცირებული პედაგოგია.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ პედაგოგთა თვითგანვითარება და როგორ უწყობთ მათ ხელს პროფესიულ წინსვლაში?

- ვინც მასწავლებლობას გადაწყვეტს, მისი ყოველი დღე თვითგანვითარებისთვის უნდა იყოს მომართული. ამისთვის განათლების სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციები ზრუნავენ. მე ინფორმაციას ვაწვდი მათ, ყოველი სიახლის შესახებ. სკოლის ხელმძღვანელობა აქტიურად განაგრძობს მასწავლებელთა განვითარებაზე ზრუნვას, რათა ამ ფაქტმა მოსწავლეების წარმატებებში პოვოს ასახვა.

- ქალბატონო მარინე, სწავლის მაღალი ხარისხის მისაღებად მნიშვნელოვანია პედაგოგთა კვალიფიკაცია, თუმცა, გვითხარით, ამის გარდა რა უნდა გააკეთოს სკოლის ხელმძღვანელმა, რომ მისი მოსწავლეები წარჩინებულები იყვნენ და სკოლას კარგი შედეგი ჰქონდეს?

- მასწავლებლის სტატუსი ერთ-ერთი პირობაა იმისათვის, რომ სკოლაში პედაგოგად იმუშაოს. ყველაზე მთავარი კი შემდგომ იწყება... როგორ გაკვეთილებს შესთავაზებს მასწავლებელი მოსწავლეებს და საგაკვეთილო პროცესის შემდეგ რა აქტივობებით დააკავებს მათ. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ მარტო საგნების დაშტამპული სწავლებით მოსწავლეს ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები  ვერ განუვითარდება. ფორმალური და არაფორმალური სწავლებით  ვცდილობთ ჩვენი მოსწავლეები პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და ჩვენი სამშობლოს ღირსეული მოქალაქეები იყვნენ.

- და ბოლოს, თვლით თუ არა, რომ თქვენი სკოლა წარმატებულია და გვითხარით, რატომ ფიქრობთ ასე?

- ჩვენი სკოლის უახლოეს წლებს თუ გადავხედავთ, ფაქტები და კომპეტენტური ადამიანების შეფასებები ცხადყოფენ, რომ ჩვენი სკოლა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.

აქვე მადლიერება მსურს გამოვხატო ყველა იმ გულისხმიერი ადამიანის და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ხელი შეგვიწყო ამ საქმეში. მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენი სკოლის შენობის მდგომარეობა შეისწავლა და მალე ჩვენ სოფელს სკოლის ახალი შენობა დაამშვენებს.

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება