| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლა უკვე ათეული წელია, რაც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან, რომელიც გერმანული ენისა და კულტურის შესწავლის ცენტრია ამიერკავკასიაში.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად და სიამოვნებით მონაწილეობენ გოეთეს ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ღონისძიებებსა თუ პროექტებში.
ამჯერად კი, ორმა მოსწავლემ გამოიყენა შესანიშნავი შესაძლებლობა და ივნისში, ქუთაისში, გოეთეს ინსტიტუტის ჩატარებული გერმანული ენის სასერტიფიკაციო გამოცდები - FIT in Deutsch ჩააბარეს.
გამოცდებში ჩართვა მოსწავლეებს პედაგოგმა ნატო აბესაძემ შესთავაზა.
მოსწავლეებმა გამოცდებს წარმატებით გაართვეს, რაშიც დიდი წვლილი სწორედ პედაგოგს მიუძღვის.
მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ კევლიშვილმა ენის ცოდნის B1 დონეზე ცოდნის სერტიფიკატი მოიპოვა. მეთერთმეტეკლასელმა, ნიკა გიორგაძემ კი A1 დონის სერტიფიკატი დაიმსახურა.
სკოლაში გოეთეს ინსტიტუტს მადლობას უხდიან.
„მადლობა, თბილისის გოეთეს ინსტიტუტს შესანიშნავი თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ